ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი დღეს დასრულდება
ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი დღეს დასრულდება. საქართველოს ნაკრები პლანეტის ექვს საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. მამაკაცებში მორის ყვითელაშვილმა და ნიკა ეგაძემ ჩვენს ქვეყანას ჯამში 4 ქულა შესძინეს, ხოლო სპორტულ ცეკვებში დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა 9. საერთო შედეგის მიუხედავად, შესანიშნავად იასპარეზა ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას დუეტმა. წყვილმა მოკლე პროგრამაში კარიერის საუკეთესო შედეგი 73.67 ქულა დააფიქსირა და მე-3 პოზიციისთვის 10 ქულა ერგო. საქართველოს, რომელიც ტურნირის დებიუტანტია, 48 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა
