ჩინეთში გამართული MMA-ის საღამო ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებული გამოდგა
ჩინეთში გამართული MMA-ის საღამო ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებული გამოდგა. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ორგანიზაციის, ბრავე 93-ის ღონისძიებაზე დავით ლორთქიფანიძემ, ჯუბა ბერიძემ და რაულ თუთარაულმა თავიანთი ბრძოლები გამარჯვებით დაასრულეს. თუთარაულმა ყაზახ ოლჟას ესკარაევს მოუგო და კარიერაში 35-ე მოგება მოიპოვა, რაც ქართველ მებრძოლებში სარეკორდოა. რაც შეეხება ბერიძეს, მან ჩინელი მეტოქე დაამარცხა, ხოლო ლორთქიფანიძემ აიზეზი დამოლამუს მოუგო