შვედეთის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა საბა მამაცაშვილმა
შვედეთის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა საბა მამაცაშვილმა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი „მალმიოს“ შეხვდა და მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. მამაცაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 64 წუთი გაატარა. მან მეათე წუთზე კუთხურიდან გოლი გაიტანა. საბა შვედურ კლუბს ზაფხულში შეუერთდა, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 10 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 1 გოლთან ერთად 1 საგოლე გადაცემაა. „სირიუსი“ 4 ტურის შემდეგ 4 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება
