წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში დღეს გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ
წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში დღეს გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ. ცეცხლის ჩამოტანა იერუსალიმიდან საქართველოში, ტრადიციულად, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის” რეისით მოხდება. „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 წუთზე დაეშვება
