შეერთებული შტატები მზად არის, მოსკოვსა და კიევს შორის უფრო ფართო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, ყირიმზე რუსეთის კონტროლი აღიაროს
შეერთებული შტატები მზად არის, მოსკოვსა და კიევს შორის უფრო ფართო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, ყირიმზე რუსეთის კონტროლი აღიაროს. ინფორმაციას „ბლუმბერგი” ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ხუთშაბათს შეერთებულმა შტატებმა პარიზში მოკავშირეებს წარუდგინა წინადადებები, რომლებმაც რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას უნდა შეუწყოს ხელი. “ბლუმბერგის” ინფორმაციით, ამერიკული გეგმა მოიცავს ფრონტის ხაზის გაყინვას, უკრაინის ტერიტორიების ნაწილი კი, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, მოსკოვის კონტროლის ქვეშ დარჩება. დღის წესრიგიდან მოიხსნება უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხიც
