Sky News: რუსეთმა და უკრაინამ შესაძლოა აღდგომამდე 500-ზე მეტი ტყვე გაცვალონ
უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგება. Sky News-ის ინფორმაციით, საუბარია 500-მდე სამხედრო ტყვეზე. მათგან 46 დაჭრილია. ტყვეების გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით შედგება. მანამდე რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს. კიევმა 909, მოსკოვმა კი 41 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა
