ტრამპი: თუ რუსეთი ან უკრაინა მშვიდობის მიღწევის პროცესს გაართულებს, შეერთებული შტატები სამშვიდობო ძალისხმევას შეწყვეტს
თუ რუსეთი ან უკრაინა მშვიდობის მიღწევის პროცესს გაართულებს, შეერთებული შტატები სამშვიდობო ძალისხმევას შეწყვეტს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა და იმედი გამოთქვა, რომ ამის გაკეთება არ მოუწევს. მანამდე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთსა და უკრაინას შორის პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად შუამდგომლობას შეწყვეტს, თუ მხარეებისგან მკაფიო სიგნალი არ იქნება, რომ შეთანხმება ნამდვილად მიღწევადია
