ჩინეთთან თანამშრომლობა
თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა. მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის გაღრმავების პერსპექტივებსა და საინვესტიციო ურთიერთობებზე იმსჯელეს. ხელი მოეწერა ქართული თაფლის ჩინეთის ბაზარზე შეტანის ნებართვას. უახლოეს თვეებში კი დასრულდება მოლაპარაკება ფრინველის ხორცის ჩინეთის ბაზარზე გატანასთან დაკავშირებით. კომისიის წევრებმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრეს, განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ასევე შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი.
