გრანტით მხარდაჭერილი ხმაური
უცხოური გრანტების შესახებ კანონის კრიტიკას პარლამენტის თავმჯდომარე აფასებს. შალვა პაპუაშვილმა უცხოური ფულით დაფინანსებულ ორგანიზაციებსა და მათ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე გადაცემა „იმედი ლაივში“ ისაუბრა. პირველი კანონმდებლის თქმით, აბსურდია, როდესაც გარკვეული ჯგუფები „სამოქალაქო საზოგადოების“ სახელით მოქმედებენ, პარალელურად კი ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებიან. პაპუაშვილი ამბობს, რომ ენჯეოების ქსელი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამხილა, ახლა კი საინტერესოა, ანალოგიურად მოიქცევა თუ არა ევროკავშირი.
