საფრანგეთის ქალაქ ვიშში მიმდინარე 6 ერის ფესტივალზე საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა გამოსვლა დაასრულა
საფრანგეთის ქალაქ ვიშში მიმდინარე 6 ერის ფესტივალზე საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა გამოსვლა დაასრულა. ჩვენი ქვეყნის გუნდმა ჯგუფის ბოლო შეხვედრა ირლანდიელი თანატოლების წინააღმდეგ ჩაატარა და 21-26 წააგო. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქის ჩათვლის წერტილი სამჯერ აიღეს. ლელო დავით არობელიძემ, დათა ახვლედიანმა და ლუკა ტაბატაძემ მიითვალეს, ხოლო გარდასახვები ზუსტად ლუკა ჭაკუამ შეასრულა. ზურაბ ამონაშვილის გუნდი, ირლანდიის გარდა, იტალიისა და უელსის ახალგაზრდულ ნაკრებს შეხვდა და სამივე თამაშში დამარცხდა.