ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი რომში ვიზიტით იმყოფება
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი რომში ვიზიტით იმყოფება. ჯეი დი ვენსი იტალიის პრემიერ მინისტრს შეხვდა. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ვატიკანსაც ესტუმრება, სადაც აღდგომის დღესასწაულისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება. დასავლურ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ ჯეი დი ვენსი შესაძლოა რომის პაპსაც შეხვდეს.
