უნგრეთის პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ისეთ საქმიან შეთანხმებას გააფორმებს, რომელიც უნგრეთს ევროკავშირისთვის ამერიკის მიერ დაწესებული ტარიფების უარყოფითი შედეგის კომპენსირებაში დაეხმარება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ისეთ საქმიან შეთანხმებას გააფორმებს, რომელიც უნგრეთს ევროკავშირისთვის ამერიკის მიერ დაწესებული ტარიფების უარყოფითი შედეგის კომპენსირებაში დაეხმარება. ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთი ვაშინგტონთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ორბანი განმარტავს, რომ „ტარიფებს ნეგატიური გავლენა ექნება, თუმცა ამის დაბალანსება ორმხრივი შეთანხმებით იქნება შესაძლებელი.“
