ქართული ღვინის მიმართ იაპონურ ბაზარზე ინტერესი ყოველდღიურად იზრდება
ქართული ღვინის მიმართ იაპონურ ბაზარზე ინტერესი ყოველდღიურად იზრდება. ამას კიდევ ერთი მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაც ადასტურებს, რომელსაც ჯამში 50 000 სტუმარი ჰყავდა. პროვეინ ტოკიო 2025-ზე ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანია მონაწილეობდა. ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა სავაჭრო პარტნიორების მოსაძიებლად და ქართული ღვინის ცნობადობის ასამაღლებლად. ტოკიოში ქართული ღვინის საგანმანათლებლო მასტერკლასი და დეგუსტაციაც გაიმართა.
