თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა
თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა. მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის გაღრმავების პერსპექტივებსა და საინვესტიციო ურთიერთობებზე. ხელი მოეწერა ქართული თაფლის ჩინეთის ბაზარზე შეტანის ნებართვას. უახლოეს თვეებში კი დასრულდება მოლაპარაკება ფრინველის ხორცის ჩინეთის ბაზარზე გატანასთან დაკავშირებით. კომისიის წევრებმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრეს, განხილვის ერთ-ერთი თემა ასევე იყო შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი.
