თვითმმართველობის არჩევნებამდე ხუთი თვით რჩება, ოპოზიცია კი საერთო ხედვაზე ვერ ყალიბდება
თვითმმართველობის არჩევნებამდე ხუთი თვით რჩება. ოპოზიცია კი საერთო ხედვაზე ვერ ყალიბდება. უნდა მიიღონ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა- საკითხზე დაპირისპირებაა. "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ღიად ამბობს, რომ საარჩევნო პროცესში არ ერთვება, იმ ოპოზიციურ პარტიებს აკრიტიკებს, რომლებსაც მკაფიო პოზიცია არ გამოუხატავთ. "ქართული ოცნებაში" კი ამბობენ, რომ მათი ოპონენტები ქართველი ხალხის ინტერესებს არ ითვალისწინებენ და მხოლოდ გარე ძალების მიერ მიღებულ დირექტივებს ემორჩილებიან.
