საფრანგეთის საელჩოს მიერ გაცემული გრანტები ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა
ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა საფრანგეთის საელჩოს მიერ გაცემული გრანტები. საელჩოს მიერ ორგანიზაცია „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ დაფინანსებას ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე. საფრანგეთის საელჩოს კონკრეტული კითხვებით მიმართა ქრონიკამ, რა ოდენობის გრანტზეა საუბარი და რა ნიშნით შეარჩიეს აღნიშნული ორგანიზაცია, თუმცა ამ დრომდე დიპლომატიური წარმომადგენლობას კითხვებზე პასუხი არ გაუცია.
