იერუსალიმში კი მომლოცველები ვია დოლოროსას გადიან, გზას, რომელიც მაცხოვარმა ჯვარცმამდე გაიარა
იერუსალიმში კი მომლოცველები ვია დოლოროსას გადიან, გზას, რომელიც მაცხოვარმა ჯვარცმამდე გაიარა. წმინდა მიწაზე მსვლელობა ლომის კარიბჭიდან იწყება და 14 გაჩერებით მაცხოვრის აღდგომის ტაძართან სრულდება. მორწმუნეები ხვალ, დიდ შაბათს ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდებიან. იერუსალიმში იმყოფებიან მომლოცველები საქართველოდანაც.
