ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი რომში შაბათს გაიმართება
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი რომში შაბათს გაიმართება. შეხვედრის მთავარი თემა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული უთანხმოებების მოგვარებაა. გამოცემა აქსიოსი წერს, რომ ამერიკისა და ირანის დელეგაციებმა შესაძლოა დისკუსია პირისპირ გამართონ, თუმცა მასში მონაწილეობას შუამავლის როლში ომანის წარმომადგენლებიც მიიღებენ. მოლაპარაკებების ადგილი კი თეირანს ვაშინგტონმა შესთავაზა.
