უკრაინის ქალაქ ხარკოვში რუსეთის სარაკეტო იერიშის დროს დაშავებულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა, მათ შორის 5 ბავშვია
უკრაინის ქალაქ ხარკოვში რუსეთის სარაკეტო იერიშის დროს დაშავებულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა, მათ შორის 5 ბავშვია. დაღუპულია ერთი ადამიანი. ოკუპანტის ბალისტიკური რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. წითელ პარასკევს ოკუპანტის იერიშები დაგმო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
