იემენში ამერიკის ავია დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
იემენში ამერიკის ავია დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, რას-ისის პორტზე მიტანილ იერიშს 38 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 80-ზე მეტი. „ანსარ ალას“ დაჯგუფების წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაციის დაწყების შესახებ შეერთებულმა შტატებმა 15 მარტს გამოაცხადა.
