უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე რუსეთის პასუხი მიმდინარე კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი
უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე რუსეთის პასუხი მიმდინარე კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი, განაცხადა დონალდ ტრამპმა იტალიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როდის გადაწყვეტს, არის თუ არა რუსეთი მზად ცეცხლის შეწყვეტისთვის და საჭიროების შემთხვევაში, გააძლიერებს თუ არა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს. ოვალურ კაბინეტში ტრამპმა ჟურნალისტებს ისიც უთხრა, რომ ზელენსკის გულშემატკივარი არ არის.
