უცხოური გრანტების შესახებ კანონის კრიტიკას პარლამენტის თავმჯდომარე აფასებს
უცხოური გრანტების შესახებ კანონის კრიტიკას პარლამენტის თავმჯდომარე აფასებს. შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი ლაივში“ უცხოური ფულით დაფინანსებულ ორგანიზაციებსა და მათ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე ისაუბრა. პირველი კანონმდებლის თქმით, აბსურდია, როდესაც გარკვეული ჯგუფები „სამოქალაქო საზოგადოების“ სახელით მოქმედებენ, პარალელურად კი, ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებიან.
