ახალი ელჩები
სლოვაკეთში, ირლანდიასა და მალაიზიაში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს. კონსტანტინე ქვაჩაკიძე ქვეყნის ინტერესებს სლოვაკეთში დაიცავს. ირლანდიაში საქართველოს ელჩად კი სოფიო ქაცარავა დაინიშნა. მალაიზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას, ირაკლი ასაშვილი დაიკავებს. სამივე მათგანს მრავალფეროვანი და მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება აქვს
