სამმხრივი შეხვედრა
თბილისში საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პირველმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ ამიერკავკასიის სამ ქვეყანას შორის მუშაობა კვლავ გაგრძელდება. მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, ეს კარგი შესაძლებლობაა მხარეებმა რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილონ. ასევე აღინიშნა სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის თანამშრომლობის ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალი, რომელიც ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას უნდა დაეფუძნოს. თბილისში გამართული პირველი შეხვედრა განიხილება როგორც საწყისი ეტაპი ნდობის განმტკიცებისა და დიალოგის უფრო მაღალ დონეზე წარმართვისათვის
