30 000 ლარიანი გირაო გვარამიას
ნიკა გვარამიას 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სხდომას ესწრებოდა ნიკა გვარამიაც, რომელიც პროცესზე პოპკორნით მივიდა. როგორც თავად აცხადებს, გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს. კანონის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე, ასევე სამი წლით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით
