მუხროვანში საპარაშუტო მომზადების სკოლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
მუხროვანში საპარაშუტო მომზადების სკოლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. სასწავლო პროგრამა, სამხედრო დაზვერვის პირადმა შემადგენლობამ და თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერებმა გაიარეს. გამოშვების საზეიმო ცერემონია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით გაიხსნა, კურსდამთავრებულები სერტიფიკატებითა და სამხრე ნიშნებით დაჯილდოვდნენ. საპარაშუტო მომზადების ექვსკვირიანი კურსი სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას მოიცავდა
