საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს ამ დრომდე საკუთარი პოზიცია არ გამოუხატავთ აქციაზე სამართალდამცველის დაშავების ფაქტზე
საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს ამ დრომდე საკუთარი პოზიცია არ გამოუხატავთ აქციაზე სამართალდამცველის დაშავების ფაქტზე. გიორგი ზაბახიძემ 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, თვალის არეში მძიმე დაზიანება მიიღო. უწყება განმარტავს, რომ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექიმების დასკვნით, მხედველობის აღდგენა შეუძლებელია. მმართველ გუნდის შეფასებით საელჩოების დუმილი მსგავსი დანაშაულების წახალისებას უწყობს ხელს. „ქართული ოცნების“ თქმით, მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ყველა იმ დონორმა და საელჩომ, რომლებიც საპროტესტო აქციების უკან იდგნენ და ქვეყანაში რევოლუციურ სცენარებს აფინანსებდნენ
