საფრანგეთის საელჩოს მიერ გაცემული გრანტები „ქართული ოცნებისთვის“ კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ დემოკრატიის სახელით ქვეყანაში არეულობის დაფინანსება გრძელდება
საფრანგეთის საელჩოს მიერ გაცემული გრანტები „ქართული ოცნებისთვის“ კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ დემოკრატიის სახელით ქვეყანაში არეულობის დაფინანსება გრძელდება. საფრანგეთის საელჩომ სამ დღეში ორი გრანტი გასცა, მათ შორის პარლამენტის მიერ გრანტების კანონის მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე. გრანტები გაცემულია იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ პროტესტში და მათ შორის აქციების ორგანიზატორებიც არიან. თანხა მიიღო სოვლაბმა, ასევე პენცენტრმა. რა ოდენობის გრანტზეა საუბარი და რა ნიშნით შეირჩა ორგანიზაციები? დიპლომატიურ წარმომადგენლობას „ქრონიკამ“ წერილით მიმართა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია
