იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი ვაშინგტონშია
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი ვაშინგტონშია. მელონი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც შეერთებულ შტატებში ევროკავშირისთვის დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების შემდეგ ჩავიდა. დასავლური მედიის ცნობით, ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ მელონი ტრამპთან შეხვედრისას ტარიფების საკითხის მოგვარებას შეეცდება. იტალიის პრემიერ მინისტრი თეთრ სახლში ამერიკა- ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობებთან ერთად, სხვა გეოპოლიტიკურ საკითხებსაც განიხილავს, მათ შორის უკრაინის ომსა და ვითარებას ახლო აღმოსავლეთში.
