დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მეინის შტატს, ქალთა სპორტში ტრანსგენდერების დაშვების გამო, სასამართლოში უჩივის
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მეინის შტატს, ქალთა სპორტში ტრანსგენდერების დაშვების გამო, სასამართლოში უჩივის. სამოქალაქო სარჩელის შეტანის შესახებ განცხადება, ამერიკის გენერალურმა პროკურორმა გააკეთა. პემ ბონდი განმარტავს, რომ გოგონათა და ქალთა სპორტში ბიოლოგიური მამაკაცების ასპარეზობით ირღვევა ფედერალური კანონი სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ.
