პოლიციამ აჭარაში პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე სამი ადამიანი დააკავა
პოლიციამ აჭარაში პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე სამი ადამიანი დააკავა. დაკავებულები ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები არიან. გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს ბათუმში მდებარე მასაჟის სალონებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ, კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ და მიღებული ანაზღაურებიდან თანხასაც იღებდნენ. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.