უცხოეთიდან დირექტივების მოლოდინში მყოფ რადიკალურ ოპოზიციაში თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე მორიგი დაპირისპირებაა
უცხოეთიდან დირექტივების მოლოდინში მყოფ რადიკალურ ოპოზიციაში თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე მორიგი დაპირისპირებაა. ნაწილმა დავალება უკვე მიიღო, მაგალითად , გიორგი გახარია მოახლოებული არჩევნებისთვის ემზადება. კოლექტიური ნაცმოძრაობის ნაწილი კი, რომელთაც მითითება ჯერ არ მიუღიათ, გახარიას ამ პოზიციისთვის აკრიტიკებს. ლელოში კი აცხადებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მათი გადაწყვეტილება უეცარი იქნება. სახელისუფლებო გუნდში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მათი ოპონენტები გარე ძალების დავალების შესაბამისად იმოქმედებენ.
