პირველად უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვერ გავიდა
პირველად უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვერ გავიდა. სამეფო კლუბმა გუშინ საკუთარ სტადიონზე „არსენალთან“ ერთით ორი წააგო, ორი შეხვედრის ჯამში ერთით ხუთი დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. სტუმართა რიგებში თითო ბურთი ბუკაიო საკას და გაბრიელ მარტინელის ანგარიშზეა, რასაც მადრიდის გუნდის შემადგენლობაში გოლით ვინისიუს ჟუნიორმა უპასუხა. ნახევარფინალში „არსენალის“ მეტოქე „პარი სენ-ჟერმენი“ იქნება, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც ხვიჩა კვარაცხელიაა. ფინალის მეორე საგზურისთვის კი „ბარსელონა“ „ინტერს“ შეხვდება, რომელმაც ორი მატჩის ჯამში „ბაიერნს“ 4:3 მოუგო.
