კალიფორნია ამერიკის პირველი შტატია, რომელმაც პრეზიდენტს ტარიფების გამო სასამართლოში უჩივლა
კალიფორნია ამერიკის პირველი შტატია, რომელმაც პრეზიდენტს ტარიფების გამო სასამართლოში უჩივლა. როგორც კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი აცხადებს, შტატის ეკონომიკა მეტწილად მსოფლიო ბაზარზეა დამოკიდებული და ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფების გამო, მილიარდობით დოლარს კარგავს. მისივე თქმით, უკანონო ტარიფები ოჯახებში, საწარმოებსა და ეკონომიკაში პანიკას თესავს, ფასებს ზრდის და სამუშაო ადგილებს ამცირებს, რაც დაუშვებელია.
