რუსეთმა უკრაინის ქალაქ დნიპროზე დრონებით იერიში მიიტანა
რუსეთმა უკრაინის ქალაქ დნიპროზე დრონებით იერიში მიიტანა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა. 28 დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. დაზიანდა 15-მდე საცხოვრებელი სახლი, სტუდენტური საერთო საცხოვრებლები, სასწავლო დაწესებულების შენობები და კვების საწარმო.
