გრანტების კანონთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ცვლილებების მიზანი უცხო ქვეყნებიდან შემოსული ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაა
გრანტების კანონთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ცვლილებების მიზანი უცხო ქვეყნებიდან შემოსული ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებების ამოცანაა საზოგადოება ტოტალური პროპაგანდისგან დაიცვან, რომელიც ენჯეობის გავლით, საქართველოსვე რევოლუციური მიზნებით იყო შემოტანილი. გრანტების კანონს აკრიტიკებს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.
