„დიფ სთეითთან“ კომპრომისის საფუძველზე გახდა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა
„დიფ სთეითთან“ კომპრომისის საფუძველზე გახდა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება იყო მანევრირების და კომპრომისების შედეგი. კობახიძის განცხადებით გახარია მოქმედებდა უცხო ძალის დავალებებით.
