დავით დოიაშვილი გაათავისუფლეს
დავით დოიაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. საქართველოს კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა ვალდებულებას არ ასრულებდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების განმავლობაში შეჩერებული იყო.