სპორტის მინისტრმა ქართველ მრბოლელებს - დავით ქაჯაიასა და სანდრო თავართქილაძეს - „ევრონასკარის“ ვალენსიის ეტაპზე მიღწეული წარმატება მიულოცა
სპორტის მინისტრმა ქართველ მრბოლელებს - დავით ქაჯაიასა და სანდრო თავართქილაძეს - „ევრონასკარის“ ვალენსიის ეტაპზე მიღწეული წარმატება მიულოცა. ქართველი სპორტსმენები „ევრონასკარზე" სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით პირველად გამოდიოდნენ. ვალენსიის ეტაპის მეორე რაუნდში დავით ქაჯაია „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებული გახდა, სანდრო თავართქილაძემ კი „მასტერთა თასზე“ მეორე ადგილი დაიკავა.