დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ლიზ ტრასი საკუთარი სოციალური მედია-პლატფორმის ამოქმედებას გეგმავს
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ლიზ ტრასი საკუთარი სოციალური მედია-პლატფორმის ამოქმედებას გეგმავს. გამოცემა გარდიანი წერს, რომ ლიზ ტრასის ახალი პლატფორმა დიფ სთეითისა და მეინსტრიმ მედიის მიერ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას შეეწინააღმდეგება. ყოფილი პრემიერ-მინისტრი დიდ ბრიტანეთში ტრადიციულ მედიას ცენზურაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მედიასაშუალებებში გამიზნულად იზღუდება სიტყვის თავისუფლება.
