2019 წლის 20 ივნისის ღამეს, პარლამენტში გიორგი გახარიასთან ერთად, მაშინდელი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და გერმანიის ელჩი იმყოფებოდნენ
2019 წლის 20 ივნისის ღამეს, პარლამენტში გიორგი გახარიასთან ერთად, მაშინდელი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და გერმანიის ელჩი იმყოფებოდნენ. მმართველი გუნდის შეფასებით, ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ყოფილი პრემიერი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობით იღებდა. კითხვას, რატომ იმყოფებოდნენ საკანონმდებლო ორგანოში, ლომჯარია და გერმანიის ელჩი ამ დრომდე არ პასუხობენ. ფაქტს ადასტურებს გიორგი ბურჯანაძე.
