საგამოძიებო კომისიამ დღეს სულხან მოლაშვილის მამას მოუსმინა
საგამოძიებო კომისიამ დღეს სულხან მოლაშვილის მამას მოუსმინა. წამება, არაადამიანური მოპყრობა და სიცოცხლის უფლების დარღვევა- თამაზ მოლაშვილმა დეტალურად ისაუბრა, რა პირობებში იყო მისი შვილი ციხეში და რა მეთოდებით აწამებდნენ მას. მისი თქმით, ეს იყო მიხეილ სააკაშვილის პირადი შურისძიება. თამაზ მოლაშვილი ყოფილი ხელისუფლების კონკრეტულ მაღალჩინოსნებსაც ასახელებს. მან ასევე ისაუბრა ყოფილი ხელისუფლების მხრიდან წნეხზეც, რათა ოჯახს გამოეტანა სარჩელი სტრასბურგიდან, სწორედ ამ პერიოდში დააკავეს სულხან მოლაშვილის ძმაც.