აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილს ზაგულბას სასახლეში უმასპინძლა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილს ზაგულბას სასახლეში უმასპინძლა. პირისპირ შეხვედრისას ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მიხეილ ყაველაშვილმა და ილჰამ ალიევმა განიხილეს ერთობლივი მასშტაბური სტრატეგიული პროექტები. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ილჰამ ალიევმა თქვა, რომ ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე საუბარი საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია.
