შსს დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს უფროსი დეტექტივის გიორგი ზაბახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს უფროსი დეტექტივის - გიორგი ზაბახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, გიორგი ზაბახიძემ გასული წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, თვალის არეში მძიმე დაზიანება მიიღო. როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექიმების დასკვნით, მხედველობის აღდგენა შეუძლებელია. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება. ამ ეტაპზე, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებული არ არის.
