ევროპა შესაძლოა ომის დასაწყებად ემზადება - აცხადებს დამოუკიდებელი ევროპარლამენტარი ფიდიას პანაიოტუ
ევროპა შესაძლოა ომის დასაწყებად ემზადება - აცხადებს დამოუკიდებელი ევროპარლამენტარი ფიდიას პანაიოტუ. კვიპროსელი პოლიტიკოსი საუბრობს ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის გეგმაზე, რომელიც ევროპის გადაიარაღებისთვის 800 მილიარდი ევროს გამოყოფას და უკრაინისთვის მეტი სამხედრო დახმარების გაწევას ითვალისწინებს. ევროპარლამენტარი განმარტავს, რომ ევროკავშირის ეს გეგმა რეგიონში ისეთ პროცესს გამოიწვევს, რომელმაც შესაძლოა ევროპა კონფლიქტამდე მიიყვანოს.
