ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროპამ ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს
ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროპამ ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს. ურსულა ფონ დერ ლაიენი მიიჩნევს, რომ ევროპამ გამოიღვიძა, თუმცა, ახალი რეალობიდან გამომდინარე, ევროკავშირში სერიოზული ცვლილებებია საჭირო. ევროკომისიის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის ახალი სატარიფო პოლიტიკის გამო ევროკავშირმა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან უნდა ჩამოაყალიბოს ეკონომიკური ურთიერთობები და ევროპულ ბაზარზე მოიზიდოს.
