გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პარკების მწარმოებელ კომპანიებს ამოწმებს
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პარკების მწარმოებელ კომპანიებს ამოწმებს. პირველ ეტაპზე ინსპექტირება ჩატარდა თბილისსა და მარნეულის მუნიციპალიტეტში. დალუქულია დადგენილ რეგულაციასთან შეუსაბამოდ წარმოებული დაახლოებით სამ ტონამდე პლასტიკის პარკი. 14 სახეობის პარკის ნიმუში კი გადაგზავნილია ლაბორატორიაში.
