ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული ნივთიერება 20 კილოგრამზე მეტი მარიხუანა აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული ნივთიერება - 20 კილოგრამზე მეტი მარიხუანა აღმოაჩინეს. მალაიზიის ფედერაციის მოქალაქეს, ნარკოტიკული ნივთიერება სამგზავრო ჩანთაში 40 შეკვრად დაფასოებულ ჰერმეტულ შეფუთვებში ჰქონდა მოთავსებული. დაკავებულმა, ნარკოტიკი ბანგკოკიდან თვითმფრინავით ჩამოიტანა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
