წახალისებული რადიკალიზმი
ზეწოლა და ტერორის ფორმა - რისთვის იხარჯება დონორების ფული? პარლამენტის სხდომაზე დღეს პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის საბაბით, ქვეყანაში ის ჯგუფები ფინანსდებიან, რომელთაც ადამიანის უფლებებთან საერთო არაფერი აქვთ. ნინო წილოსანმა მაგალითად, თეა წულუკიანის სახლთან გამართული აქცია მოიყვანა. „ეს არის თანამედროვე „ვოუქ აქტივიზმის“ მახინჯი ფორმა, რაც ასე კარგად გამოსდით ლიბერ ფაშისტებს“,- აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი. საგამოძიებო კომისიის მუშაობის მნიშვნელობა შეახსენა საზოგადოებას ლევან მაჭავარიანმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები სწორად შეაფასონ.

სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები