ძალადობის შედეგი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციაზე ბლაგვი საგანი მოხვდა, მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. საპოლიციო უწყების ცნობით, პოლიციელს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა საქართველოსა და თურქეთში. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ დაზიანების სიმძიმის გათვალისწინებით, მხედველობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.
